
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ იმ კომისიის წევრები, რომლებმაც დადეს დასკვნა, რომლის მიხედვითაც საყდრისს მოეხსნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ძეგლთა დაცვის სააგენტოში დაასაქმეს.
"ის შუათითი, რომელიც საყდრისის დამცველი აქციის მონაწილეებს ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომელმა უჩვენა, ბიძინა ივანიშვილმა უჩვენა მთელ საქართველოს", - განაცხადა გივი თარგამაძემ "არჩევანში".