-
2014-12-16 23:10
„ელ პეტროლიუმ აფხაზეთის“ დირექტორის სერგეი კლემანტოვიჩისა და ოქსანა სკარედნოვას უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო დაწყებული გამოძიებისას ოკუპირებული აფხაზეთის საგამოძიებო ორგანოები სკანდალურ დასკვნამდე მივიდნენ.
რუსეთის მოქალაქეები, კლემანტოვიჩი და სკარედნოვა 2012 წლის სექტემბერში გაუჩინარდნენ. ერთი წლის შემდეგ მათი ცხედრები სოფელ აძიუბჟის მიტოვებული ჭის ფსკერზე იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მათი მკვლელობა წინასწარ დაიგეგმა, ხოლო მკვლელობის დამკვეთი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი ნოდიკ კვიწინია იყო. სწორედ მის სახლში აიყვანეს მამაკაცი და ქალი, ხოლო მკვლელობის შემდეგ კვალის წაშლა სცადეს:
მანქანა დაწვეს, მოკლულთა ცხედრები ჭაში ჩააგდეს და იქვე ჩააგდეს ხელყუმბარაც, რომ ცხედრები დაშლილიყო და მათი იდენტიფიცირება მომავალში შეუძლებელი გამხდარიყო.
შენიშვნა: ფოტო თანდართულია თემატური კავშირის პრინციპით და არ ასახავს მასალაში აღწერილ ფაქტებს;
ვიდეო: აფხაზური ტელევიზიის რეპორტაჟი