რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს დავით ონოფრიშვილი და სოზარ სუბარი

Image

მას შემდეგ, რაც სოზარ სუბარმა დავით ონოფრიშვილის საქმიანობა გააკრიტიკა და იგი ოპოზიციად მოიხსენია, გაჩნდა ეჭვი, რომ სულ მალე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს გადააყენებენ.

  

„რაკი სოზარ სუბარი გავაკრიტიკე,  არ ვთვლი, რომ უნდა გადავდგე, ან გადამაყენონ. თუ ვინმე ჩემს გადაყენებას აპირებს, ვნახოთ რა მოტივაცია იქნება.

 

ამას პარლამენტის წევრთა 76 ხმა სჭირდება. ვიდრე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, პირუთვნელად, პრინციპულად დავიცავ ჩემს უფლებამოსილებას, ვიზიარებ იმ პასუხისმგებლობას, რომ როცა ადგილი ექნება არამიზნობრივ ხარჯებს ან ბიუჯეტის ათვისებაში ჩამორჩენას თუ სხვას, სწორედაც რომ კრიტიკული ვიყო.

 

სანამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, ჩემს ფუნქციებს შევასრულებ ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

 

თავის მხრივ, სუბარს არ მოსწონს, რომ ონოფრიშვილი  ბიუჯეტის ხარჯვას აკონტროლებს.

„ჩემთვის ცოტა გაუგებარი ვითარებაა – შეიძლება, გარემოს დაცვის კომიტეტის ან რომელიმე სხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე იყოს ოპოზიციონერი, მაგრამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს ოპოზიციონერი.

 

ოპოზიციონერი თუ განმისაზღვრავს ქვეყნის ბიუჯეტს და რაში ვხარჯო ფული, მაშინ ის ყოფილა ხელისუფლება და მე - ვყოფილვარ ოპოზიცია. ეს ჩვენი სისუსტეა", - განაცხადა სუბარმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?