-
2014-12-16 20:06
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან გამართული აქციის მონაწილეები საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიულ ოქროს საბადოზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას მოითხოვენ.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, სააგენტოს შენობიდან გამოსულმა თანამშრომელმა არასამთავრობო ორგანიზაციების, „საყდრისის გადარჩენის კომიტეტის“ და სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლებს შუა თითი აჩვენა, რამაც აქციის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვია.
აქციის მონაწილეებმა სააგენტოს თანამშრომელს მანქანით გადაადგილება საშუალება არ მისცეს.
სიტუაცია ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განმუხტეს.
http://pirveliradio.ge/