-
2014-12-16 14:37
„ქრონიკა+“-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ჯოზეფ ქეისა და ვანო მერაბიშვილის სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს. ზარი ქეის ინიციატივით ხორციელდება და, როგორც ირკვევა, ის მერაბიშვილს აშშ-დან უკავშირდება.
თავდაპირველად მერაბიშვილს არაფერს ეუბნება სახელი „ჯოზეფი“ და მასთან ერთად მყოფ პირებს ეკითხება „ჯოზეფი ვინ არის?“ - ბოლოს ქეი მას თავს ახსენებს და როცა მერაბიშვილი ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ თავიდანვე ვერ იცნო, ამატებს: „არა უშავს, ალბათ, კიდევ უფრო გავმდიდრდები, თქვენი წყალობით...“.
მოგვიანებით ჯოზეფ ქეი ვანო მერაბიშვილთან ათანხმებს, რა განცხადება უნდა გააკეთოს, ასევე ახსენებს მის აქტივობას აშშ-ში, „ქვეყნისა და პრეზიდენტის“ მხარდასაჭერად, სააკაშვილს „მეფედ“ მოიხსენიებს, თავის თავს კი „ყმას“ უწოდებს და ამბობს: „მე არაერთხელ მითქვამს მიშასთვის, რომ სანამ ის იქნება პრეზიდენტი, მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც უნდა პრეზიდენტს, ვუთხარი, რომ ის არის მეფე და მე ვარ მისი ყმა“.