
პირველი არხის გადაცემაში „მშვიდობით იარაღო“ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ გადაცემის მზადების პროცესში დაანონსდა. გადაცემის ფრაგმენტი „ფეისბუქზე“ წამყვანმა ოლგა ბაბლუანმა გამოაქვეყნა.
"1984 ძალიან შეესატყვისებოდა სააკაშვილის პოლიტიკას. ხშირად ვიხსენებდი ციტატებს. Скотный двор, მემგონი, ცხოველთა ეზო როა, თუ ფერმა. ეს 1984-სგან განსხვავებულია, მაგრამ ორივე ესადაგება და პოლიტიკოსებისთვის ჭკუის მოსახსენებლად კარგია.
მახსოვს, სააკაშვილი როდესაც პრეზიდენტი იყო და მას ხშირად ვხვდებოდი, ჩემი მეუღლე მეხვეწებოდა ხოლმე, ეს Скотный двор წაუღეო, ეს ფერმა წაუღეო. მაგათ ასეთი ნიშნები ემჩნევათო და სხვათაშორის, მართალი გამოდგა. მარკ ტვენის გუბერნატორის არჩევნები დღესაც შეესატყვისება ჩვენს პოლიტიკას, საუბედუროდ.
ახლა ნიცშეს ვკითხულობ. ნიცშეს კრიტიკას ვკითხულობ. მთლიანად მის მოღვაწეობას. მას ადამიანზე აქვს ძალიან ბევრი დაწერილი, რასაც მე არ ვეთანხმები. მე დაწერას ვაპირებ, და რომ არაფერი ავიღო ზედმეტად ან არ აცდეს. ”
ციტატა ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუდან, პირველი არხის გადაცემაში "მშვიდობით, იარაღო".