-
2014-12-14 22:47
"იმედის კვირაში" ახალგაზრდა მთავრობის წევრები მიიწვიეს. ეს პროექტი სტუდენტებმა განახორციელეს. მათ კონკრეტული პირი კონკრეტულ თანამდებობაზე დაასახელეს და "საქართველოს ახალგაზრდა მთავრობა" შექმნეს.
ახალგაზრდა პრემიერმინისტრი რატი რატიანია. არიან სხვა ახალგაზრდა მინისტრებიც. ახალგაზრდებს პრეზიდენტიც ჰყავთ. სტუდიაში მყოფ "მთავრობის წევრებს" გადაცემის წამყვანებმა კითხვები დაუსვეს.
ინგა გრიგოლიამ ახალგაზრდა პრემიერმინისტრს "ირაკლი ღარიბაშვილის პატარა ფანი" უწოდა, ხოლო შალვა რამიშვილმა, მას შემდეგ, რაც რატიანს ირაკლი ღარიბაშვილისთვის დამახასიათებელი მანერები შეამჩნია, თქვა: "ხელს ეგრე ნუ აკეთებ, მეშინია...".
შალვა რამიშვილსა და ახალგაზრდა პრემიერს შორის დიალოგიც გაიმართა:
-რამდენი წლის ხართ, ბატონო პრემიერო?
- ოცის.
- ბირჟაზე მდგახართ?
- ეს ყველა ახალგაზრდას გამოუცდია. მე მეკითხებით, მინახავს თუ არა? მე ბევრი რამე მინახავს... თქვენ მიგაჩნიათ, რომ არ უნდა მქონდეს ნანახი?
- მარიხუანა მოგიწევიათ?
- თქვენ მოგიწევიათ მარიხუანა?
- კი.
- მე არ მომიწევია, ამაშია განსხვავება ჩვენს შორის...