
„ნიჭიერის“ მონაწილე სიუზან საქსი, რომელიც სხვადასხვა საგნებს მკერდით ამტვრევს, კონკურსის ნახევარფინალში მონაწილეობის მისაღებად თბილისში დღეს ჩამოფრინდა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, მას აეროპორტში კონკურსის ჟიურის წევრი, რეჟისორი ლევან წულაძე დახვდა, მისი „საჭურველმტვირთველობაც“ ითავა, ყვავილები მიართვა და მანქანით წამოიყვანა.