
ორი ავტომობილის შეჯახების შეჯახების შედეგად, ერთი ავტომობილი გადაბრუნდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა, თუმცა, ის საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.