
ბიძინა ივანიშვილისთვის ნოდარ ხადურის ფასი დაბალია, რადგან სხვა მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, ბინის შესაძენად კრედიტს მას არ უფარავს,- განაცხადა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ ნოდარ ხადურის მისამართით პარლამენტში.
"ბატონო ნოდარ დაგიდასტურებთ, რომ თქვენ ნამდვილად გლდანში ცხოვრობთ. ძალიან უცნაურია. ეტყობა არ გაფასებენ, რადგან მაღალი ჩინის თანამდებობის პირებმა დანიშვისთანავე, მეორე დღეს ბანკ ,,ქართუდან" უპროცენტო კრედიტები გამოიტანეს, რომელსაც მათი ხელფასი არ ეყოფათ, რომ 10-15 წლის განმავლობაში გაისტუმრონ.
ეტყობა, ბიძინა ივანიშვილთან თქვენი ფასი ძალიან დაბალია, რადგან მან თქვენ ეს გადასახადი არ გადაგიხადათ. აქედანაც ჩანს, როგორ აფასებს ბიძინა ივანიშვილი თავისი ქვეყნის ფინანსთა მინისტრს", - მიმართა ხადურს აკაკი ბობოხიძემ.