ხაჩიძე :თუ ბიუჯეტი შესრულდა, დეპუტატის მანდატს დავტოვებ, არადა ,,გარღვეული ბიუჯეტის რაინდი" გადადგეს

Image

ახალ წელს საქართველო დეპუტატ ხაჩიძის გარეშე შეხვდება თუ მინისტრ ხადურის გარეშე, ეს გახდეს პირობად იმისა, შესრულდება თუ არა წლევანდელი ბიუჯეტი,-ასეთი წინადადებით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს პარლამენტში, ბიუჯეტის განხილვისას. 

 

 

,,ფინანსთა მინისტრისგან დაიდო პირობა, რომ წლევანდელი ბიუჯეტი შესრულდება. გავამარტივოთ და უფრო გასაგები გავხადოთ საკითხი. ეს გამოსვლა იწერება, სტენოგრამაც კეთდება და ოფიციალურ შემოთავაზებად შეგიძლიათ ჩათვალოთ. თუ თქვენ 2014 წლის ბოლომდე შემოსულებებში შეკრიბავთ 9 მილიარდ 105 მილიონს და გადასახდელებში დახარჯავთ 9 მილიარდ 80 მილიონს, მაშინ საჯაროდ ვამბობ, რომ ბიუჯეტი იქნება შესრულებული და საჯაროდ დავტოვებ დეპუტატის მანდატს.

 

თუ ამ პირობებს ვერ შეასრულებთ, მაშინ ფინანსთა სამინისტრო დარჩეს გარღვეული ბიუჯეტის რაინდის გარეშე და მინისტრის პოსტი დატოვოს. თუ თქვენგან ამ პირობაზე დღესვე იქნება თანხმობა, ჩემი პირობაც ძალაში შევა.

 

ამაზე მეტად საზოგადოებას ვერ ვაჩვენებთ ვინ არის მართალი, თქვენ, რომელიც ამტკიცებთ, რომ ბიუჯეტი შეასრულეთ თუ ჩვენ, რომლებიც ვამტკიცებთ, რომ ამის შანსი არ გაქვთ", - განაცხადა ხაჩიძემ. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?