
„მინისტრებიდან პრემია რომ მიეღოთ, ორი-სამი გამონაკლისის გარდა, არ მახსენდება," - აცხადებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
მისი თქმით, მინისტრის ხელზე ასაღები ხელფასი 5 000 ლარია, თავის დანამატთან ერთად და 2012 წელთან შედარებით, მინისტრების ხელფასი ორ-სამჯერ შემცირდა.
მისივე თქმით, 2015 წლის საბიუჯეტო პროექტით შრომის ანაზაღაურების ნაწილის ზრდა სამართალდამცველთა და თავდაცვის სისტემაზე, ასევე სასამართლო ხელისუფლებაზე მოდის.