
მატჩის მიწურულს "ლივერპულის" კაპიტნის მიერ "ბაზელის" კარში გატანილი ულამაზესი გოლის მიუხედავად, ტიტულოვანი ინგლისური კლუბი "ბ" ჯგუფიდან ვერ გავიდა. მან საკუთარ მოედანზე "ბაზელის" დამარცხება ვერ შეძლო.
ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ბრძოლას "ბაზელი" და "რეალი" გააგრძელებენ, რომელმაც, თავის მხრივ, "ლუდოგორეცს" საკმაოდ ადვილად სძლია: 4:0.
სტივენ ჯერარდის ეს გოლი კი მსოფლიო საფეხბურთო კლასიკას შეემატება.