
მთავრობის სხდომის დაწყებამდე, როგორც წესია, ოპერატორმა პროტოკოლური კადრები გადაიღო, თუმცა, სხვა მსგავსი კადრებისგან ეს ვიდეო მკვეთრად განსხვავებულია, რაც "ფეისბუქის" მომხმარებლებს არ გამორჩენიათ.
მთავრობის წევრები სერიოზული სახეებით, მდუმარედ ელოდებიან დარბაზიდან ოპერატორის გასვლას, სდუმან პრემიერიც და ვიცეპრემიერიც, მაშინ, როცა სხვა დროს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მსგავს კადრებში გადალაპარაკება და ხუმრობა ისმის ხოლმე, ხოლო მთავრობის წევრებს მხიარული სახეები აქვთ. ვიდეო სულ 16 წამს გრძელდება და ის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა.
"მიმდინარე და 2015 წლისთვის დაგეგმილი პროექტები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მინისტრთა კაბინეტთან გამართა.
მთავრობის წევრებმა პრემიერს უწყებების საქმიანობის ანგარიში ჩააბარეს და სამომავლო გეგმები გააცნეს.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა", - გვამცნობს ვიდეოს აღწერილობა.