
აშშ-ში რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლის მქონე ატრაქციონზე („ცის საქანელა“) ორი საქანელა ერთმანეთს შეასკდა, რის შემდეგაც ატრაქციონი მაშინვე შეაჩერეს.
ხალხი, რომელიც ამ ფაქტს საკუთარი თვალით შეესწრო, შოკში ჩავარდა. ერთ-ერთმა მათგანმა ვიდეოს გადაღებაც კი მოასწრო, რომელიც შემდეგ საკუთარ „ფეისბუქზე“ განათავსა შემდეგი კომენტარით:
„გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ‘ვინთერ ვანდერლანდში’ აპირებს წასვლას, უყურეთ და ნახეთ რა ხდება, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე შიშისმომგვრელი მომენტი იყო.“
ამ ყველაფრის ფონზე, ატრაქციონს კლიენტები მაინც არ აკლდება და რიგებიც არ მცირდება, ბევრმა მათგანმა ჯერაც არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ცოტა ხნის წინ საქანელები ერთმანეთს შეასკდა.