
"არჩევანში" ზაქარია ქუცნაშვილისა და გიორგი გაბუნიას დიალოგმა კომიკური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წევრმა გაიხსენა, რომ პრეზიდენტთან დიალოგზე მისვლისას მას ხელში კონსტიტუცია ეჭირა.
"ბევრ ჟურნალისტს გაუკვირდა, რომ როცა დიალოგი გავხსენი და პრეზიდენტთან მივედი, ხელში მეჭირა კონსტიტუცია. გასაკვირი ის კი არ იყო, მე რომ ხელში კონსტიტუცია მეჭირა, არამედ ის იქნებოდა გასაკვირი, რომ ხელში მჭერებოდა არა კონსტიტუცია, არამედ მჭერებოდა სხვა რამ..." (სტილი დაცულია)
"სხვა რა უნდა გჭეროდათ, ბატონო ზაქარია?", - ჰკითხა მას გიორგი გაბუნიამ.