
გორიჯვრის მთაზე, ისევე, როგორც სხვა ადგილებში, საქართველოს მოსახლეობა გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს და ამის აღსანიშნავად სხვადასხვა ცხოველს, ძირითადად, ცხვარს სწირავს.
ზვარაკის დაკვლას თან სდევს ქეიფი, ქეიფს კი ის სანახაობა, რაც მოქალაქე ნიკა ბერულავამ გადაიღო და სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა.