დაქვრივებული მამა მომაკვდავი ახალშობილის გადარჩენას სიმღერით ცდილობს

Image

ამ  სულისშემძვრელ ვიდეოს ინტერნეტში პატარა ლენონის მამა, კრის პიკო ავრცელებს და საკუთარ განცდებს მეგობრებს უზიარებს.

 

 

ახალშობილი ლენონის დედა - ეშლი მშობიარობის შემდეგ მოულოდნელად ძილში გარდაიცვალა.

 

„წარმოუდგენლად ძნელია ჩემი ცხოვრების უკანასკნელი მოვლენების შეჯამება გავაკეთო. ჩემი ცოლი, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი ბავშვის დედა გარდაიცვალა. მე წინ მთელი ცხოვრება მაქვს, რომ მისი სიკვდილი ვიგლოვო. მაგრამ ახლა მინდა, რომ ჩვენ ბიჭზე ლენონ ჯეიმს პიკოზე ვიზრუნო“, – დაწერა კრის პიკომ ეშლის მოსაგონარი ფონდის საიტზე.

 

ახალშობილი ძალიან სუსტი იყო და ექიმებს მისი ტვინის სუსტი აქტივობა აშინებდა, ამიტომაც მუდმივად კოტროლის ქვეშ ჰყავდათ. ბავშვის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა და მაშინ კრისმა ექიმებს სთხოვა ვაჟისთვის გიტარაზე სიმღერის უფლება მიეცათ. ფეხმძიმობისას კრისის მეუღლე ეშლი ამბობდა, რომ ბავშვი მუცელში მოძრაობას მუსიკის გაგონებისას იწყებდა. კრისს იმედი ჰქონდა, რომ მუსიკა პატარას ძალებს მისცემდა.

 

კრისი ახალშობილის საწოლს ერთი წუთითაც არ სცილდებოდა და მუდმივად უმღეროდა. ერთი კვირის შემდეგ პატარა ლენონი გარდაიცვალა.

 

„ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო და ყველა, ვინც მთელი ეს დრო მამხნევებდით . ჩემთვის წარმოუდგენლად ძნელია ამ სტრიქონების წერა. ჩემმა პატარა მებრძოლმა, ლენონ ჯეიმს ფრანკომ თავისი მამის ხელებზე გუშინ ღამით სამუდამოდ დაიძინა.

 

ის ოჯახის, მეგობრების და მედპერსონალის გარემოცვაში იმყოფებოდა, რომლებმაც ის ძალიან შეიყვარეს. მას ის კომბინიზონი ეცვა, რომელიც ერთ დროს ეშლიმ უყიდა. მე ღმერთის მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მთელი ამ დღეების მასთან გატარება შევძელი. ახლა მისი დედა ალბათ ბედნიერია, როცა მას თავის გვერდით, ზეცაში იხილავს.

 

მე ის მიყვარდა, როდესაც ის დაბადებულიც კი არ იყო. ახლა კი როცა დავინახე მისი პატარა სახე, შევეხე მას, მოვისმინე მისი ტირილი, უკანასკნელად დავიჭირე ხელებში – მე ის მთელი დარჩენილი ცხოვრების მანზილზე მეყვარება. მერწმუნეთ, ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ – ეს სიყვარულია“, – წერს მგლოვიარე მეუღლე და მამა.

„კვირა“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !