მედიაორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და არ დაძლიონ ვეტო.
ევროპარლამენტში რუსეთის პროპაგანდის საკითხი განიხილეს. ევროპელი კანონმდებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ კრემლის საინფორმაციო კამპანია ევროპაში დემოკრატიული წესრიგის ძირის გამოთხრისა და ევრო სკეპტიციზმის გაღვივებისკენ არის მიმართული.
ჩეხეთში დიდთოვლობის გამო საავტომობილო მაგისტრალზე ერთმანეთს რამდენიმე ათეული მანქანა შეეჯახა.
19 იანვარს 15.00 საათზე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართება ოლეგ პანფილოვის წიგნის "ანტისაბჭოთა ისტორიები" ქართული თარგმანის პრეზენტაცია.
ახალგორის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს აკრძალოს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხორცპროდუქტების, მესაქონლეობის შედეგად მიღებული პროდუქციის შეტანა და მიზეზად სხვადასხვა დაავადებისგან დაცვას ასახელებენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა სამთო მომზადების საბაზისო კურსს მასპინძლობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის რეგულაციაში ცვლილებები შეიტანა. შესაბამისი ინფორმაცია ბათუმში თურქეთის საკონსულოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"სამეფო კარის თამაშების" მსახიობი კიტ ჰარინგტონი სიმთვრალის გამო ბარიდან გააგდეს.
ხატია ბუნიათიშვილის დედა ნატალი ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვყენებს: