პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პარტიამ ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობა შესთავაზა და ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა.
საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი განმარტავს, რომ ქუჩის აქციები გაგრძელდება, სანამ ის დროებითი მთავრობის პრემიერი არ გახდება.
ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს რეგულაციებს უწესებს. იზღუდება სესხის გაცემა და ეს მას შემდეგ მოხდება, როცა ბანკები გადამხდელუნარიანობის სრულფასოვან ანალიზს ჩაატარებენ.
სომხეთში განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს არის აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ და რეგიონში რუსული გავლენები სუსტდება.
ერევანში, საპროტესტო აქციების მეთერთმეტე დღეს და პოსტზე დამტკიცებიდან ერთი კვირის შემდეგ, სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ მოსახლეობას წერილობით აცნობა.
მორიგი გატაცება გორის რაიონიდან - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელი ჯარიაშენიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.
კრემლში ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით დონალდ ტრამპისგან ოფიციალურ მიწვევას ელოდებიან.
ერევნის პოლიციის ოფიციალური მონაცემებით დღეს საპროტესტო აქციების მსვლელობისას 166 დემონსტრანტი დააკავეს. სომხეთის პრესის ცნობით დაკავებულთა რიცხვი 200-ს აღწევს.
სირიის ქალაქ დოუმაში ქიმიური შეტევის გამოსაძიებლად საერთაშორისო ინსპექტორები ხვალ ჩავლენ.
25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.