პირველი ექსპერიმენტული სკოლის სახურავიდან მე-6 კლასის მოსწავლე გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2"-ს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დაუდასტურა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა.
დღეს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ კანდიდატურის მოხსნის ვადა დასრულდა.
ქვეყანაში მოქმედი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მმართველი პოლიტიკური ძალის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებენ, იტაცებენ ადამიანებს, აწამებენ სასურველი ჩვენებების მისაღებად და ზეწოლას ახდენენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების მოწმეებზე - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ფაქტებისა, რომლის შესახებაც "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებშია საუბარი.
უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით ივანე მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
3 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა ავიაკატასტროფას გერმანიაში. უბედური შემთხვევა ჰესენის მხარეში მოხდა.
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ მეორე შუალედურ ანგარიშსა და მასში გამოთქმულ შენიშვნებზე, ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრობს.
გარკვეული ხარვეზების და მწვავე დაპირისპირებების მიუხედავად, არჩევნები კონკურენტულ და ღია გარემოში მიმდინარეობს და საქართველო დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტის წარმატებით ჩაბარებას მოახერხებს.- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზვიად აბაშიძემ განაცხადა.
61 წლის მამაკაცის გარდაცვალებაში ოჯახი საპატრულო პოლიციას ადანაშაულებს.
რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის 10 დღიანი ტყვეობა დასრულდა. ოთინაშვილი ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. 3 შვილის დედა ხურვალეთში, საკუთარ სახლში იმყოფება.