შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე სამი არასრულწლოვანი – 2002 წელს დაბადებული ო.კ., 2001 წელს დაბადებული
ე.ბ. და 2004 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.
რუსთავი 2 კომედი შოუს მსახიობმა, თამარ ლეკვეიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქგვერდზე დაპოსტა და განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადის.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკოკიდან დაკარგული 34 წლის მამაკაცი პოლიციამ იპოვა. ვანო მახარაშვილს, სამართალდამცველებმა 10-დღიანი ძებნის შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ ფერმაში მიაკვლიეს. ის თავს კარგად გრძნობს.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს. ის არხის თანამშრომლებს უკვე წარუდგინეს.
იუმორისტული გადაცემის, ვანო შოუს წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა რუსთავი 2 დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა.
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი სასამართლო სხდომების ნაწილობრივ გასაჯაროებას ითხოვს. ზურაბ თოდუა დღეს სახალხო დამცველს საჩივრითაც მიმართავს.
დღეს მსახიობ გურანდა გაბუნიას დაბადების დღეა.
ნოდარ მელაძეს და თეა ცეცხლაძეს ტყუპები შეეძინათ. გოგონებს ტანანა და თინანო დაარქვეს.ახალი
ამბის შესახებ ნოდარ მელაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებმა მეუღლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი მეუღლესა და დონალდ ტრამპს შორის ჩადგა და თეთრი სახლის ლიდერს ორჯერ აკოცა.
სოციალურ ქსელში ჯენიფერ ლოპეზის ახალი ფოტოები გავრცელდა,რომელშიც ვარსკვლავს ქართველი დიზაინერის დევიდ კომას კაბა აცვია.