"რამდენ დამატებით წუთსაც ჩვენ იქ გავატარებთ, უფრო შეუმცირდება ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მმართველობაში ყოფნის დრო" - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა „ სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა 18 ნოემბრის მასობრივ დაკავებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

>>>

"ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და მთავარია, ისინი არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს." - კახა კალაძე

25 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კახა კალაძემ განცხადება გააკეთა.

>>>

"სისტემა რიგით პოლიციელებზე ძალადობს" - პაატა მანჯგალაძე

„ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანის პაატა მანჯგალაძის განცხადებით სისტემა რიგით პოლიციელებზე ძალადობს.

>>>

"ფრესკო" პროტესტის ნიშნად ერთი დღით სამუშაო პროცესს აჩერებს

კომპანია „ფრესკო“ პროტესტის ნიშნად ერთი დღით სამუშაო პროცესს შეაჩერებს.

>>>

აფხაზეთში ხანძრის ჩაქრობა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა

აფხაზური მედიის ცნობით, ცეცხლი 11 000 ჰექტარზეა გავრცელებული. კვამლი შეინიშნება სოხუმის, გულირიფშის და გაგრის რაიონებში.

>>>

აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო დღეს გაიმართება

18 ნოემბრის მშვიდობიან აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

>>>

ეცერისა და ცხუმარის ტყეები იწვის

ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ხანძარია.

>>>

არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე გადაჭრილი ჯაჭვითა და ბოქლომით მივიდა

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მომხდარის შესახებ განცხადება გააკეთა.

>>>

"ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა" - ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე მშვიდობიანი აქციის დარბევის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად ქვეყნის ამ ტრაგედიისა, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისა და მისი მთავრობისთვის უარესი შედეგით დასრულდება.

"ბიძინა ივანიშვილს მინდა ვკითხო, ვინ გაძლევთ ასეთ რჩევებს? გასაგებია, რომ ჩვენ არ გვეღირსა მთავრობა, რომელიც ხალხზე ზრუნავს, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" თავის თავზე მაინც იფიქროს. ეს იყო პოლიტიკური თვითმკვლელობა, როცა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია. ეს არის მცდელობა დააშინონ ოპოზიცია და საგანგებოდ დააშინონ ისინი. " - ნინო ბურჯანაძე

მშვიდობიანი აქციის დარბევა გრძელდება

სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტის შესასვლელები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს, თუმცა მათი მიზანი მხოლოდ ეს არ ყოფილა.

სამართალდამცავები რუსთაველზე განთავსებულ კარვებს იღებენ და ტერიტორიის მშვიდობიანი აქციისგან სრულიად გაწმენდას გეგმავენ.

აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სპეცრაზმს წინააღმდეგობა არ გაუწიონ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა უკვე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლები. სწორედ ამ საშუალებებით ებრძვიან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს.

ამ დროისთვის აქციის დარბევისას რამდენიმე ადამიანია დაშავებული. მათ შორის ერთ-ერთი აქტივისტებმა თავად მიიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანებთან, სადაც მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ. 

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?