საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით,
ხვალ იმსჯელებს.
„მე ვმუშაობ სხვა ფასილიტატორებთან, უნდა მოიძებნოს საერთო ტერიტორია ოპოზიციასა და ხელისუფლებას
შორის დიალოგის განსავითარებლად. ამ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება ძალიან ცოტა დრო დარჩა“, -
ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების
საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებვს,რომ კორონავირუსის საფრთხის რისკი მომატებულია.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, ის
ხელისუფლებას კორონა ვირუსის წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებს, მისი აზრით ხელისუფლებას
სურს ხალხმა ყურადღება კორონა ვირუსზე გადაიტანოს.
"ვუმკლავდებით შოკებს, ეკონომიკა იზრდება და ეროვნული ვალუტაც გამყარების ტენდენციას იჩენს, –
ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით,
სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა ამოუტრიალდათ. შემთხვევის შედეგად, 35-წლამდე
ასაკის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი
მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა
და გამოძალვისთვის ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო.
“ამ დრომდე და აქამდე კორონავირუსის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა! – ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურის ხელმძღვანელი ,გიორგი ბენიძე სოციალურ ქსელში წერს.
კომპოზიტორ ქეთი გაბისიანის კონცეპტუალური საღამო 25 თებერვალს რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა.
მისი სიმღერები შეასრულეს: ნატო მეტონიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნინო ქათამაძემ, სოფო გელოვანმა, შვიდკაცამ,
თეატრალურის კვარტეტმა, პაპუნა შარიქაძემ, გიორგი ცაგარელმა და სხვა ცნობილმა მუსიკოსებმა.
კიანუ რივზი „მატრიცა 4“-ის გადაღებებზე, სან-ფრანცისკოში იმყოფება.