საფრანგეთის პარლამენტის წევრი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN საფრანგეთის
ეროვნული ასამბლეის სპიკერზე, რიჩარდ ფერნანდიზე დაყრდნობით ავრცელებს.
სპეციალური პენიტენციური სამახურის განცხადებით, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ციხეებში ორი კვირით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. კერძოდ, პატიმრებს შეუჩერდებათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის უფლება. ასევე, გარეთ ხანმოკლე გასვლის და განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმ ხალხის დასადგენად, ვისთანაც დღეს დადასტურებულ კორონავირუსით ინფიცირებულ 5 პირს ჰქონდა კონტაქტი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს საღამოს დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირებული 5 პირი ერთად იმყოფებოდა იტალიაში.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ Stop.cov.ge-ზე გამოქვეყნდა, რომელიც კორონავირუსის პრევენციისთვის მთავრობის მიერ შექმნილი პლატფორმაა. სულ საქართველოში 9 შემთხვევაა დადასტურებული.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეს ერთი კლასტერის, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევებია.
"ოჯახური შემთხვევებია. ყველა ერთად გახდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში", — განაცხადა მან.
Stop.cov.ge-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 162 ადამიანი, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ კი 45.
ეკატერინე ტიკარაძემ დიპლომატს კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმართული ღონისძიებები დეტალურად გააცნო და ქვეყანაში, ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მას რამდენიმე ქვეყანაში მოუწია მოგზაურობა და საქართველო, აეროპორტში კონტროლის მასშტაბებით ნამდვილად გამოირჩეოდა.
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით
მეოთხე ინფიცირებული მედიკოსია და საზღვარგარეთ მუშაობს.
გადაცემა „სარჩევს“ კომპანია „ლუტეცია“ და მისი წარმომადგენლები ანა არძენაძე და მარიამ სარალიძე
სტუმრობდნენ.
ნოე სულაბერიძემ ცოტა ხნის წინ ,,ინსტაგრამ ‘’ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, მეუღლესთან და შვილთან ერთად, რაზეც წერს : დღეს სულ რაღაც ერთი წელი გავიდა ჩვენი პირველი, დაუვიწყარი შეხვედრიდან, რომელიც იმდენად აღსავსე იყო პოზიტივით, რომ ყველაზე სასურველ შედეგს ჩემს ხელებში ხედავთ. ბედნიერი ვარ, რომ მყავხართ და მინდა, რომ მთელი ცხოვრება ასე გავატარო