6-10 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 7-8 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20,
+25 გრადუსი იქნება, ხოლო 9-10 მარტს 2-3 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი
+17, +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დათბება მთიან და მაღალმთიან რეგიონებშიც.
დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ცოლ- ქმარი გადაიყვანეს, გავრცელებული
ინფორმაციით მათ ლაბორატორიულ ანალიზებს აუღებენ, შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
ფოტოს მსხაიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი გვიზიარებს. ხვალ, 7 მარტს კი დაუვიწყარ საღამოს აჩუქებენ, ისრაელის მოსახლეობას.
დასენიანებული ქვეყნებიდან დაბრუნებული პირებისთვის ახალ რეკომენდაციებს აქვეყნებს დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში
გადმოიყვანეს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც გულმკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული
მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, ქირურგიული ოპერაცია ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში
ჩაუტარდა. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გაბრეიესუსი მთავრობებს აფრთხილებს,
რომ კორონავირუსი გლობალურად სწრაფად ვრცელდება და ეს „სასწავლო წვრთნა“ არ არის. ტედროს
გაბრეიესუსის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ საფრთხეს სათანადოდ არ უდგება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ირაკლი
ღარიბაშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე,
სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს.
მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იმ ადამიანებს აკრიტიკებს,
რომლებიც ვირუსული სიმპტომების აღმოჩენის მიუხედავად ექიმებთან არ მიდიან.
საქართველოს ხუთ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა,
დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
შემთხვევა დღეს დილით, მახათას მთაზე მოხდა. ავარიას თვითმხილველებიც ყავს, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზად სიჩქარის გადამეტებას ასახელებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად გარდაცვლილი ქალია.