განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს 8 ადვოკატი იცავს.
კორონავირუსთან დაკავშირებით უამრავი ადამიანი გამოთქვამს მოსაზრებას სოცქსელებში. მათ შორისაა ტელესახე თიკა
ფაცაციაც, რომელიც ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სტატუსში აღნიშნავს:
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა კორონავირუსის
გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩაერთო.
ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელიც ქუთაისში ოთხი დღის წინ გაუჩინარდა, მდინარე რიონში ეძებენ.
23 წლის სიიმ ვიგერი 7 მარტს, გვიან ღამით, ქუთაისიდან გაუჩინარდა. ის ბოლოს მეგობართან ერთად ქალაქის
ცენტრში ერთ -ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მისი კვალი სწორედ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ იკარგება.
ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, ქალაქის ქუჩებში დაკარგულის ფოტოებია გაკრული წარწერით - „იძებნება".
“კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან მათ პნევმონია
განუვითარდათ,”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, “კოვიდ 19”-ით
ინფიცირებული დანარჩენი პაციენტებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
კორონავირუსის გამო, ისრაელური ავიაკომპანიები საერთაშორისო ავიარეისებს დროებით წყვეტენ.
როგორც avianews იუწყება, მათ შორის არიან ავიაკომპანიები: Israir Airlines-ი, Arkia და El-Al-ი,
რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე კორონავისურის გამო თვითიზოლაციაშია.
ამის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე დაადასტურა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ 33 პაციენტს 2 ეტაპად ჩაუტარდათ ტესტირება კორონავირუსის არსებობაზე და ყველა მათგანის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.
ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საფრანგეთის კულტურის მინისტრს, ფრანკ რისტერს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ
ინფორმაციას გამოცემა France 24 ავრცელებს.