ბათუმის ინფექციურში გადაყვანილი 3 პირიდან, ერთ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით დაავადებული მესამე პაციენტის პირველ ტესტს უარყოფითი შედეგი აქვს
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამი პირი, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, კონტაქტში იყვნენ უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან.
საბერძნეთში კორონავირუსით უკვე მეორე ქართველი დაინფიცირდა.
44 წლის ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი აღარ არის. ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 15 მარტს თვითიზოლაციის წესები კიდევ 20-მა პირმა დაარღვია. მათი თქმით, მოქალაქეები თბილისიდან, მცხეთიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, გურიიდან და აჭარიდან იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საბერძნეთის მთავრობამ ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს საეკლესიო მსახურებების შეზღუდვა სთხოვა. ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს მთავრობა ინფორმაციას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ 16 მარტიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდება.