ადამიანი კორონავირუსის გავრცელებას სომპტომების გამოჩენამდე იწყებს- ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ განაცხადა.
ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 10935-ს მიაღწია.
კითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში ქალაქ რუსთავის მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პასუხობს, რომ ეს ნაკლებად შესაძლებელია. მისივე თქმით, თუ ასეთი საჭიროება დადგება, კარანტინის რეჟიმი გამკაცრდება არა ლოკალურად, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს, რასთან გვაქვს საქმე, მაინც ვერ იაზრებს, რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, თუ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით რჩევებს, საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
მე რომ ვამბობდი მაგას ჯერ თავი შევიკავოთო, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა ჭრელო პეპელაო, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გერმანიამ ესპანეთს 50 ერთეულისუნთქვის აპარატი გაუგზავნა. ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა განაცხადა.
მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი პროგრამის ფარგლებში შეკერილი პირბადეები აფთიაქებში მომდევნო კვირაში გამოჩნდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
გთავაზობთ პროდუქტებს რომელიც მის დანაკლისს შეგივსებთ.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი კომენდანტი საათის დროს საეკლესიო რიტუალების ჩატარების საკითხს დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა. ცქიტიშვილის თქმით, შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს :
„მორწმუნეები მზად უნდა იყვენ, რომ ბევრ მათგანს პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევს“. ამის შესახებ განცხადება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ თავად სააღდგომო მსახურება არ უქმდება.