დღეს უცნობი პირების მიერ სასტიკად ნაცემი ბიზნესმენის დავით კოდუას (ერეკლე კოდუას ძმის) მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ ერეკლე კოდუას ძმის, დავით კუდუას ცემის დეტალებზე წერს და აღნიშნავს, რომ უცნობმა პირმა მას ტელეფონზე დაურეკა, როცა 4 წლის ბავშვი თმის Sესაჭრელად სალონში ჰყავდა წაყვანილი, მერე კი ოთხმა ნიღბიანმა ჯერ ელექტროშოკით გათისა და შემდეგ სცემა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სამარშრუტო მიკროავტობუსებით ხონიდან ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდებიან და მათ, სავარაუდოდ, სუს-ის ავტომანქანა აცილებს.
ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა უცნობმა პირებმა სცემეს, რის შემდეგაც ის რკინიგზის საავადმყოფოში მოხვდა.
“ერთიანი ნაციონალური მორაობის” ოფისში დასრულდა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა. საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე.
„საქართველო და მსოფლიო“ ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს დავალებით მოვიდა, ხოლო ამ პროცესის გამტარი გიგა ბოკერია იყო. გამოცემა ამბობს, რომ სააგენტოს საქართველოსთან კავშირი „თავისუფლების ინსტიტუტის“ მხრიდან აქვს.
გოგა ხაინდრავა ვაკიდან სოფელში, თეთრიწყაროს რაიონში მიდის: როგორც „ბიზნესკურიერთან“ საუბარში ამბობს, ათი ოჯახი თეთრიწყაროში ახალ სოფელს დაარსებს - კოოპერატივი უკვე შექმნეს და ახლა სესხის აღებას აპირებენ.
გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სასულიერო პირს სანათლავიდან ოლარი, „მცირე კურთხევანი“ და ხელის ჯვარი მოჰპარეს.
ოდესაში, პროფკავშირების სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეები არიან. მაგრამ ოდესაში პირველი მსხვერპლი არა პროფკავშირების სახლთან და სეპარატისტებს შორის, არამედ ალექსანდრეს პროსპექტზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი პროუკრაინელი აქტივისტი იყო.
პორტალი "კვირა" ექსკლუზიურად იტყობინება, რომ უკვე მესამე დღეა, თბილისში 14 წლის ანა კალანდიას ეძებენ.