NDI-ს გამოკითხვაში, საქმიანობის დადებითად შეფასების რეიტინგში მინისტრებიდან პირველ სამეულს ირაკლი ალასანია, დავით სერგეენკო და თეა წულუკიანი იკავებენ.
NDI-ის კვლევის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას რესპოდენტთა 48%, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი 12% აპირებს.
NDI-ს გამოკითხვის იმ ნაწილში, სადაც დასმული იყო შეკითხვა კონკრეტული პიროვნებების მოწონება-არმოწონების შესახებ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლიდერობს, ხოლო მთავრობიდან ყველაზე რეიტინგული ირაკლი ალასანიაა.
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს, რომელსაც 51 %-ანი რეიტინგი აქვს.
„დასავლეთში 2014 წლის გაკვეთილს თუ არ გაითვალისწინებენ, ეს ყველაფერი ძალიან მალე სადმე განმეორდება. სად? ეს მხოლოდ პუტინმა და მისმა გენშტაბმა იციან“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ჟურნალ "პრემიერთან" საუბრობს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა, უკრაინის მოვლენების შეფასებისას, რუსეთი თვალთმაქცობაში დაადანაშაულა.
ახალ ტურისტულ სეზონს საქართველო კვლავაც ისეთი დელიკატური პრობლემით ხვდება, როგორიც საზოგადოებრივი ტუალეტების დეფიციტია.
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და უმაღლესი რადას თავჯდომარე, ალექსანდრე ტურჩინოვი, პირობას დებს, რომ პროვოკატორები, რომლებიც შეეცდებიან 9 მაისს შეიარაღებული შეტაკების ორგანიზების მოწყობას „საკადრის პასუხს“ მიიღებენ.
იტალიის ქალაქ უდინეში მცხოვრებმა, წარმოშობით ოზურგეთელმა თემურ კილაძემ, რომელიც ჯერ რუსეთის ქალაქ უფაში, ოდნავ მოგვიანებით კი ხორვატიაში ცხოვრობდა და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა, ოზურგეთში საცხოვრებლად დაბრუნება 2010 წელს გადაწყვიტა, 7 მაისს კი „ფეისბუქზე“ სტატუსი გამოაქვეყნა.
უკრაინელი მესაზღვრეები აღმოსავლეთ ნაწილში ალყაშემორტყმულები აღმოჩნდნენ-ამის შესახებ სახალხო დეპუტატმა ფრაქცია „თავისუფლებიდან“ იური მიხალჩიშინმა ტელეკომპანია ZIK -თან ინტერვიუში განაცხადა.