ლატვიაში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება საბჭოთა და ნაცისტური ოკუპაციის გამართლება, უარყოფა და\ან ოკუპაციის ფაქტში ეჭვის შეტანა. დამნაშავეს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველოს მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ არ დასტურდება ინფორმაცია დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამაშველო ბრიგადები ყაზბეგის რაიონში თბილისიდანაც გაიგზავნა.
დღეს დილით ჩამოწოლილმა მეწყერმა დარიალის ხეობაში ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის დაზიანება და სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტა გამოიწვია - იუწყება "ლიბერალი".
დარიალის ხეობაში მეწყერს მოსახლეობის ინფორმაციით სამი თურქი მუშა ემსხვერპლა. შს სამინისტრო ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ არ ფლობს.
დაახლოებით საათნახევრის წინ, დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთთან ჩამოწოლილმა მეწყერმა თერგის დაგუბება გამოიწვია. წყლის გადმოხეთქვას 2-3 მეტრიღა აკლია,-ინფორმაციას ,,ლიბერალი“ ავრცელებს.
ვიდეოპორტალ "მაივიდეოზე" გავრცელდა წყალტუბოში გადაღებული ვიდეო, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევაა ასახული.
ახალი ქართული ფილმის "ნაღმის" გადაღებებმა ბირთვისში გადაინაცვლა. "ფეისბუქზე", "ნაღმის" გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ეპიზოდები, რომლებიც აღწერს, კონკრეტულად რა ეტაპზეა გადაღების პროცესი.
"დღის შოუს" წერილების კონკურსის გამარჯვებული ბათუმელი გოგონა გახდა, რომელსაც ვერც კი წარმოედგინა, თუ კონკურსში გამარჯვების შანსი ბათუმელსაც ჰქონდა.
ცესკომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი განიხილა და მერიის მხრიდან სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვით, მერიას შესაძლოა, 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისროს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საჩივარი, რომელიც მთავრობის კანცელარიის შენობაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებას ეხებოდა.