ლატვიის სეიმის გადაწყვეტილებით, ოკუპაციის უარყოფა დასჯადი ქმედება ხდება

ლატვიაში სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება საბჭოთა და ნაცისტური ოკუპაციის გამართლება, უარყოფა და\ან ოკუპაციის ფაქტში ეჭვის შეტანა. დამნაშავეს თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

>>>

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის გამო მთავრობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ არ დასტურდება ინფორმაცია დარიალის ხეობაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამაშველო ბრიგადები ყაზბეგის რაიონში თბილისიდანაც გაიგზავნა.

>>>

დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყრის გამო სომხეთს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

დღეს დილით ჩამოწოლილმა მეწყერმა დარიალის ხეობაში ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის დაზიანება და სომხეთში საქართველოს გავლით გაზის ტრანზიტის შეწყვეტა გამოიწვია - იუწყება "ლიბერალი".

>>>

დარიალის ხეობაში, მოსახლეობის ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა

დარიალის ხეობაში მეწყერს  მოსახლეობის ინფორმაციით სამი თურქი მუშა ემსხვერპლა. შს სამინისტრო ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ არ ფლობს.

>>>

დარიალის ხეობაში მეწყერმა ტრაილერები მოიყოლა, თერგის გადმოხეთქვას რამდენიმე მეტრი აკლია

დაახლოებით საათნახევრის წინ, დარიალის ხეობაში, სოფელ გველეთთან  ჩამოწოლილმა მეწყერმა თერგის დაგუბება გამოიწვია. წყლის გადმოხეთქვას 2-3 მეტრიღა აკლია,-ინფორმაციას ,,ლიბერალი“ ავრცელებს.

>>>

წყალტუბოში ოპერატორმა გადაიღო, როგორ შეეჯახა საქორწილო ესკორტის მანქანას სატვირთო

ვიდეოპორტალ "მაივიდეოზე" გავრცელდა წყალტუბოში გადაღებული ვიდეო, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევაა ასახული.

>>>

როგორ იღებენ "ნაღმს" - მსახიობებმა ერთმანეთი გაიცნეს (ვიდეო)

ახალი ქართული ფილმის "ნაღმის" გადაღებებმა ბირთვისში გადაინაცვლა. "ფეისბუქზე", "ნაღმის" გვერდზე პერიოდულად ქვეყნდება ეპიზოდები, რომლებიც აღწერს, კონკრეტულად რა ეტაპზეა გადაღების პროცესი.

>>>

ბათუმელი გოგონა, რომელიც ქმარს გაშორდა და "ახალი ეტაპის" დასაწყებად "დღის შოუს" მიმართა (ვიდეო)

"დღის შოუს" წერილების კონკურსის გამარჯვებული ბათუმელი გოგონა გახდა, რომელსაც ვერც კი წარმოედგინა, თუ კონკურსში გამარჯვების შანსი ბათუმელსაც ჰქონდა. 

>>>

ცესკოს ოქმის საფუძველზე, შესაძლოა, სასამართლომ მერია 2.000 ლარით დააჯარიმოს

ცესკომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი განიხილა და მერიის მხრიდან სავარაუდო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომლის მიხედვით, მერიას შესაძლოა, 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისროს.

>>>

კანცელარიის შენობაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ჩატარების გამო, შესაძლოა, მთავრობის ადმინისტრაცია დაჯარიმდეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილა საარჩევნო ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ საჩივარი, რომელიც მთავრობის კანცელარიის შენობაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებას ეხებოდა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?