„ხალხი კითხულობს, მთავრობას ვირჩევთ ჩვენ აქ თუ რომის პაპს?“, - ასე დაიწყო გამოსვლა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე 02:15 საათზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ უმცირესობის დეპუტატები გააკრიტიკა და მათი რეპლიკა გააპროტესტა.
მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი სავალუტო ჯიხურს თავს დაესხა და მისი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა 1959 წელს დაბადებული გელა ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ
"ფეისბუქში" წერს, რომ ორი დღეა, პრემიერის გამოსვლას და მის "დამხეცებულ" მოძრაობებს უყურებს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წელიწადნახევრის განმავლობაში ნათქვამი 26 ტყუილი შეახსენა და ამის დასადასტურებლად ვებგვერდ „ფაქტჩეკიდან“ ამობეჭდილი მასალა წარმოადგინა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში პრემიერმინისტრის სტუმრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და მოუწოდა, ქვეყანას რაიმე სიკეთე მოუტანოს, თუნდაც, ვიზიტებით.
ქარვის 35 თვალისგან შემდგარი ძვირფასი ყელსაბამი გახდა საფლავის გაძარცვის მიზეზი ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარში. მომხდარი ფაქტის შესახებ „ნიუპოსტი“ იტყობინება.
ფსიქოლოგი, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქში“ წერს, რომ ცოტა ხნის წინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს და სჭირდებოდა თუ არა ეს, ცოტა ხანში გაიგებს. ამასთან, ფანჯიკიძე ყველას მოუწოდებს, ათასი კითხვა დასვან, „სანამ დასაკლავი საქონელივით“ დაუწვებიან ქირურგის დანას.
„პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ტამბოვის მგელია თქვენი ძვირფასი თანამებრძოლი!“, - ასე პასუხობს ალექსი პეტრიაშვილი პრემიერმინისტრის მისალმებას „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრის დროს.
ვაკეში, სტიკერების “გახდი შენი უბნის მედიატორი” გაკვრისთვის საპატრულო პოლიციამ ა/ო “მედიატორის” 7 წევრი: ლევან ხაბეიშვილი, თეონა ჭალიძე, ნათია ქოქოსაძე, გიორგი ბიჩინაშვილი, ნათია ტაბლიაშვილი, ერეკლე თამაზაშვილი და ვალისა ღვინჯილია დააკავა.