ვერძი - ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან და საქმიან პარტნიორებთან. დაკვირვებულად იმოქმედეთ.
საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამთავრობო გუნდი ერთიანია, ხოლო მთავრობაში ცვლილებები - ბუნებრივი.
ტელეკომპანია "აფხაზეთის ხმა“ აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტის თანამდებობაზე. შეთავაზება ძალაშია 2015 წლის 29 მაისამდე.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ასევე ბეჟან გუნავა და ირაკლი ღლონტი დააკავეს, როცა ისინი "სითი პარკის" ევაკუატორის გაჩერებას ცდილობდნენ. ინფორმაციას "ვექტორი" ავრცელებს.
საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა დაადასტურა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ლევან ყიფიანმა ბრიფინგზე სამინისტროს მუშაობის საკუთარ ხედვაზე და მიღწევებზეც იმსჯელა.
მთელი ღამე "ჯაყოს ხიზნებს" ვკითხულობდი და წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნუგზარ კევლიშვილმა განუცხადა, რომელიც სამინისტროში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ლევან ყიფიანი მთავრობის მინისტრთა კაბინეტში მეშვიდე მინისტრია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გადადგა. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში დღის წესრიგში დგება მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხი, რასაც 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.
აზერბაიჯანმა არ უპასუხა საქართველოს პროკურატურის თხოვნას, დაეპატიმრებინათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი ბაქოში იმყოფება.