დაკითხვიდან გამოსულმა ზოოპარკის დირექტორმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და დაკითხვაზე შებრუნდა

ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ცრუ ინფორმაციის უნებლიედ გავრცელების გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მისი თქმით, უკვე დაკითხეს და ისევ დაკითხვაზე უნდა შევიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გურიელიძე და მისი რამდენიმე თანამშრომელი უკვე დაიბარეს თბილისის პროკურატურაში. 

>>>

ფალიაშვილის 52-თან, საცხობის მზარეულმა ნადირი, სავარაუდოდ, ვეფხვი შენიშნა - სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში

დაახლოებით ნახევარი საათია, ფალიაშვილის 52-ში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, სამართალდამცვალები კიდევ ერთ მტაცებელ ცხოველს, წინასწარი ინფორმაციით, ვეფხვს ეძებენ.

>>>

ფალიაშვილზე შეიარაღებული პატრული უცნობ ცხოველს ეძებს (ვიდეო)

"ამ წამს ფალიაშვილზე!!! ცხოველია რაღაც! კივილი და იარაღიანი პატრული!!!", - წერს "ფეისბუქზე" გიგი მაკარაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს, როგორ ეძებენ შეიარაღებული პოლიციელები უცნობ ცხოველს. 

>>>

ზოოპარკთან გამოწერილ ჯარიმას "სითი პარკი" თავად გადაიხდის: "ეს გაუგებრობა იყო"

"სითიპარკი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ავტომანქანების არასწორი პარკირებისთვის მათი მფლობელების დაჯარიმება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუგებრობა იყო. 

>>>

ირაკლი ალასანია: "მოსახლეობის ევაკუაცია დაგვიანდა"

ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციის დაგვიანებაში ადანაშაულებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. ირაკლი ალასანიას განცხადებით, რეაგირება წინასწარი შეტყობინების სისტემის არარსებობის გამო დაგვიანდა.

>>>

დატბორილ სახლში ნაპოვნი ფული მაშველმა იმავე სახლის აივანზე გაფინა

პორტალი "კვირა" კიდევ ერთი ისეთი ფაქტის შესახებ იტყობინება, რომელიც მოქალაქეებში თანადგომის სურვილის გაძლიერებას უწყობს ხელს: სტიქიისგან განადგურებულ ერთერთ სახლში მაშველმა ფული იპოვა და დააბრუნა. 

>>>

"მის საქართველო 2013" მოხალისეებში: "ბარბი გვეგონა, წვრილ ჯოხებს მოერევათქო და ისეთი მორები ზიდა, არც შეწუხებულა"

"მზიურის" ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებში მოხალისეები ისევ მონაწილეობენ. გიორგი ჩოხელის მიერ გადაღებულ ამ ფოტოებზე "მის საქართველო 2013", თამთა შედანიაა გადაღებული. 

>>>

აჭარის მთავრობის მეთაურის გვერდზე 16 ივნისის კონცერტის ფოტოები ჯერ გამოქვეყნდა, მერე კი წაიშალა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" 16 ივნისს, თბილისის ტრაგედიიდან მესამე დღეს გამოქვეყნებული ვარსკვლავის გახსნისა და კონცერტის ამსახველი ფოტოები ჯერ გამოქვეყნდა, ინტერნეტმომხმარებელთა კრიტიკის შემდეგ კი წაიშალა. 

>>>

„თქვენი ლოგიკა და მსჯელობა განსხვავებულად არის აგებული“ - მერი პასუხობს, დაგვიანდა თუ არა რეაგირება (ვიდეო)

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „არჩევანში“ უპასუხა კითხვებს იმის სესახებ, იყო თუ არა სამაშველო ოპერაციის დროს კოორდინაციის პრობლემა უშუალოდ სტიქიის შემოტევის ღამეს და დაგვიანდა თუ არა რეაგირება მოსახლეობისგან შემოსულ შეტყობინებებზე. 

>>>

სააკაშვილი: ჩემი გუბერნატორობის დროში კოსმოდრომს და მეტროს ვერ დაგპირდებით - სხვა ყველაფერი გექნებათ

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს სოციალურ ქსელებში უკრაინელები ეხმიანებიან და წერენ, რომ აქამდე არ ახსოვსთ, ჩინოვნიკის გამოსვლა ამდენჯერ შემწყდარიყო ოვაციებით. 

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?