„ქართული ოცნება“ არ აპირებს, რომ უკან დაიხიოს და ხალხის ხმა გაიგონოს. ჯერჯერობით, ამის ნიშანწყალი არაა. ასეთ ვითარებაში აქციები კანონიერია და აუცილებელიც, - ამის შესახებ საუბრობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს დისტანციური სწავლის მოდელის არჩევის უფლება არ ექნებათ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა.
პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შარლ მიშელის ვიზიტს, ოპოზიციის პოზიციასა და ხელისუფლების საგარეო ვექტორზე პოსტს აქვეყნებს.
დაპირისპირება არსებობს ჩემსა და ერთ სუბიექტს შორის. ეს სუბიექტი გახლავთ კორონავირუსი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა რითაც პასუხი გასცა შეკითხვას, აქვს თუ არა დაპირისპირება ჯანდაცვის მინისტრთან, ეკატერინე ტიკარაძესთან.
მსოფლიო 2022 წლამდე შესაძლოა ვერ დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას, რადგანაც მიღებული ზომები, პანდემიის დასასრულებლად საკმარისი არ არის. – განუცხადა მაიკროსფოტის დამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა სიენენს.
თბილისის მერმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, რომ რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.
„ლოქდაუნებისა“ და ვაქცინაციის პროგრამების წყალობით კოვიდ 19-ის გავრცელება ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა, თუმცა ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.
ინდონეზიაში, სინაბუნგის მთაზე ვულკანი ამოიფრქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამ ინფორმაციის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა.