დათო გოგიშვილი: "რუსთავი-2"-დან ჩვენი წამოსვლის პროცესში 2011 წელს ძმები ახალაიები ჩაერივნენ

"რუსთავი-2"-ის "კომედი გრუპის" ყოფილი წევრი დათო გოგიშვილი, იგივე "ციყვი" აცხადებს, რომ 2011 წელს, როცა "რუსთავი-2"-დან წამოსვლა რამდენიმე მსახიობმა გადაწყვიტა, პროცესში ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები ჩაერთნენ.

>>>

"მე არ მეშინია!" - დაკავებული ნიკა ნარსიას დედის წერილი პარლამენტის წევრს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გია თევდორაძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს წერილს, რომელიც ქუთაისში დაკავებული სამი აქტივისტიდან ერთ-ერთის - ნიკა ნარსიას დედამ მისწერა.

>>>

ჯანსუღ ჩარკვიანი: "ბიძინა ივანიშვილმა ფაშიზმი დაამხო"

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ არასდროს განუცდია ისეთი სევდა, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლების 9 წლის განმავლობაში ჰქონდა.

>>>

ვინ და რატომ მოკლა ე.წ. გალის საბაჟოს უფროსი - ვერსიები და ანალიზი (ვიდეო)

ტამიშის სასაფლაოზე გალის ე.წ. საბაჟოს უფროსის ბესლან მალანძიას ცხედარი იპოვეს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მისი მკვლელობისას ავტომატი და 9 მმ კალიბრის პისტოლეტი გამოიყენეს. გამოძიების ვარაუდით, მკვლელი მარტო არ იყო.

>>>

საუდის არაბეთის რელიგიურმა ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადის გამოცხადებას დაუჭირეს მხარი

საუდის არაბეთის 53-მა რელიგიურმა ლიდერმა ხელი მოაწერა ონლაინ-პეტიციას, სადაც მოუწოდებენ მუსლიმ მორწმუნეებს, მორალური, მატერიალური და სამხედრო მხარდაჭერა გამოუცხადონ სირიის ხელისუფლების, ასევე მისი მხარდამჭერი ირანისა და რუსეთისთვის ჯიჰადის დაწყებას. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.

>>>

ოდესაში საჭესთან მჯდარ ნასვამ პოლკოვნიკს ნასვამი გენერალი გადაჰყავდა (ფოტო)

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი გორლო, რომელიც "მერსედესის" საჭესთან ნასვამი იჯდა, საპატრულო პოლიციამ ოდესაში, სამოქალაქო აქტივისტების შეტყობინების საფუძველზე დააკავა.

>>>

თურქეთი აცხადებს, რომ რუსული სამხედრო ავიაცია ქვეყნის საჰაერო სივრცეში უკვე მეორედ გამოჩნდა

თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე მეორედ გამოჩნდა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.

>>>

ხარკოვის მერობის კანდიდატი კიევში საპატრულო პოლიციამ დააკავა (ვიდეო)

ხარკოვის მერობის კანდიდატი, 68 წლის იური კროლი კიევში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა დააკავეს. მერობის კანდიდატი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. 

>>>

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დააკავეს

ბათუმში დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის რეზო ხარაზის მეგობრები მიიჩნევენ, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და რაც ხდება, "ქუთაისის ამბების გაგრძელებაა". 

>>>

გაგრის ბაზარში აფეთქება მოხდა

გაგრაში, საკოლმეურნეო ბაზრის ადმინისტრაციის კაბინეტში დაუდგენელმა პირმა ასფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. ერთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება - დამწვრობა მიიღო.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?