სახელგანთქმული მოკრივე, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ო'ნილ ბელი (O'Neil Bell) მოკლეს ჯორჯიის ქალაქ ატლანტაში. დაუდგენელმა პირმა მას და მის მეგობარს მაშინ ესროლა, როცა ისინი ავტობუსიდან ჩამოდიოდნენ. ბელი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მისი მეგობარი კლინიკაში გადაიყვანეს.
სარატოვში, ადგილობრივი „ავტოდორისა“ და თურული „ბეშიქთაშის“ საკალათბურთო კლუბების შეხვედრის წინ და მსვლელობისას „ავტოდორის“ რუსმა გულშემატკივრებმა საკალათბურთო დარბაზის ტრიბუნებზე პოლიტიკური პლაკატები გამოფინეს.
ტელეარხ 112-ში სტუმრობისას ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მაღალ თანამდებობის პირთა კაბინეტებში უკვე ყოყმანობენ, გამოყონ თუ არა მილიარდები უკრაინისთვის, თუკი აქ კორუფციასთან ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში არ გადავა.
თურქეთის პრემიერმინისტრი ახმედ დავითოღლუ აცხადებს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსული სუ-24 ჩამოაგდეს, ISIS-ის შენაერთები არ არიან და ტერორიზმის არანაირი ელემენტი არ არსებობს.
ინტერნეტსივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეოშარჟი, რომელიც თითქოსდა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად წარმოადგენს, როგორ ჩამოაგდეს სინამდვილეში რუსული სუ-24, რომელმაც თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარკ ობამამ ხელი მოაწერა თავდაცვის განახლებულ ბიუჯეტს, რომლის მიღებაც აქამდე ვერ ხერხდებოდა.
სირიაში, ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით ავიადარტყმის შედეგად დაიბომბა 30 ავტომანქანისგან შემდგარი კოლონა, რომელიც ლტოლვილთა ბანაკისკენ მიემართებოდა. კოლონის დაბომბვაში რუსეთის სამხედრო ავიაციას ადანაშაულებენ.
რუსულმა სამხედრო ავიაციამ საჰაერო დარტყმა ალეპოს ჩრდილოეთით, აზეზის დასახლებასთან მოძრავ ჰუმანიტარულ კოლონას მიაყენა. 30 ავტომანქანა დაიწვა, 7 მძღოლი დაიღუპა, 10-ზე მეტი ადამიანი დაჭრილია.
სირიელ ამბოხებულებზე დაყრდნობით რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება, რომ მორიგი ავიადარტყმების შედეგად, რომელიც რუსეთმა მას შემდეგ განახორციელა, რაც ჰუმანიტარული კოლონა სირიაში გადავიდა, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი დაიჭრა.
გაზეთ "ქრონიკა+"-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელმაც დაანონსა, რომ გამოაქვეყნებდა ყველა ჩანაწერს, რომელიც ლადო ბედუკაძეს უკავშირდება, პირველ ჩანაწერს აქვეყნებს. ჩანაწერი თავად ბედუკაძის მიერაა გაკეთებული და ის თავის ცოლთან საუბრის ფრაგმენტია.