საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სოფია მემანიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ჰომოფობიურ კომენტარს აქვეყნებს. ის ადვოკატს მიმართავს და მას მადლობას უხდის, რომ ერთერთ განსასჯელს, რომელსაც ბრალი ედებოდა მეუღლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში, "ადგილი მიუჩინა", შემდეგ კი იმედს გამოთქვამს, რომ ის "ციხიდან მდედრად დაუბრუნდება საამაყო ოჯახს".
"მე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლების ერთერთი წარმომადგენელი, მოვალე ვარ, ბოდიში მოგიხადოთ იმის გამო, რომ მოქმედ ხელისუფლებაში დღეს ასეთი "ბარდაკია", - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელებს რეფორმების საბჭოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მიმართა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოზე მომხდარ დაპირისპრებასთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქცენტს პრემიერ იაცენუკის ფრაზაზე "წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!" აკეთებს და აცხადებს, რომ ის სიამაყით ატარებს უკრაინის მოქალაქის პასპორტს, ასევე იმ ქართველებზე ლაპარაკობს, რომლებიც უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცნენ.
"წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!", - ამ ფრაზით რეფორმების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს პრემიერმა იაცენუკმა მიმართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სააკაშვილსა და უკრაინის შს მინისტრს არსენ ავაკოვს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ავაკოვმა გუბერნატორს ჭიქა ესროლა.
"უკრაინსკაია პრავდას" წარმომადგენელი, ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი ოლეგ ლეშენკო წერს, რომ კიევში, რეფორმების საბჭოს სხდომაზე შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა მიხეილ სააკაშვილს ჭიქა ესროლა, ხოლო პრემიერმა არსენ იაცენუკმა მოსთხოვა, ქვეყანა დაეტოვებინა.
უკრაინის რეფორმების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარეობს, დაპირისპირება მოხდა ოდესის გუბერნატორსა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის. არსენ ავაკოვმა, ერთერთი ვერსიით, მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც მას "კორუმპირებული მინისტრი" უწოდა, სახეში ჭიქა ესროლა, ხოლო თავად ავაკოვის თქმით, მან გარტყმისგან თავი შეიკავა და სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა.
საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრების დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ 2010 წელს გაავრცელა. გავრცელდა ასევე ოპერატიული კადრები.
ვერძი: - ნუ ჩაახედებთ საკუთარ საქმეებში გარშემო მყოფებს. არაკეთილმოსურნეებმა შეიძლება მახე დაგიგონ. მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას.
რთულად აღსაზრდელი მოზარდები, რომელთა რაოდენობა მთელ გერმანიაში 170 ათასზე მეტია, ქვეყნისთვის ნამდვილი უბედურებაა. მცირეწლოვანი ხულიგნები, რომელთაც ვერც მშობლები და ვერც პოლიცია ვერ მოერია, გახდნენ ევროპისათვის არატრივიალური ექსპერიმენტის მონაწილეები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შესახებ ენმ-ს მარტვილის ორგანიზაცია იტყობინება. ორი ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრების სახლში შეიჭრა და იარაღის მუქარით 300 ლარი, ოქროულობა და ავტომანქანა გაიტაცა.