შსს-ს ცნობით, ჰოლივუდის ფილმის – Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან იზღუდება.
ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების პროტესტი შეწყდა. როგორც გაფიცული მუშები აცხადებენ, დღეს დილით მათ ჩინეთის გვირაბებისა და ხიდების კომპანიის ხელმძღვანელი შეხვდა და მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაპირდა.
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლები საოკუპაციო ხაზთან მდებარე წმ.გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასულები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს უნებართვო მშენებლობებისთვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.
“ვიდრე ხელისუფლება ქვეყნის შიგნით დამნაშავეების ძებნით და რუსეთის მხარდამჭერი ფილმების გადაღებითაა დაკავებული, რუსეთი მორიგ სოფელს გვიღობავს – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრამძემ გუგუტიანთკარში განაცხადა.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი
ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია. ამის შესახებ თავად გვარამია ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ
ქსელში.
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო და ერთი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული რ.ვ. ბათუმში დააკავეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე 12-მეტრიანი ხიდან კნუტი ჩამოიყვანეს.
თურქეთში, სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მეტროში შუა ხნის მამაკაცი გარდაიცვალა.შემთხვევა გუშინ საღამოს მეტროსადგურ "უნივერსიტეტში" მოხდა.