საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 19 მარტს თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 14 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ჩინელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ იტალიაში ამ დროისთვის არსებული ვითარება მსგავსია იმის, რაც ორი თვის წინ უხანში იყო.
თურქეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, ხოლო დაინფიცირებულია 359 ადამიანი. ინფორმაციას “როიტერი” თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თბილისის მიმართულებით მოძრავი სატვირთო მატარებლის ვაგონს, ზესტაფონის ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც მასში მყოფი შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ რეკომენდაციას იძლევა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნებათ, არ მიიღონ იბუპროფენი. რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობას იგივე ურჩია საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელიც შიშობდა, რომ ანთების საწინააღმდეგო ამ საშუალებამ შეიძლება, ვირუსის ეფექტები გააუარესოს.
„შეიძლება არასასიამოვნო ინფორმაციაა, მაგრამ მაინც იმედს გაძლევთ იმისთვის, რომ ძალინ ბევრი ჯერჯერობით მაინც არ არის დაინფიცირებულები. დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია რომ დაემატა სამი ახალი პაციენტი, ისინი ჩვენს კლინიკაში არ არიან მოთავსებული."-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 43 შემთხვევა დადასტურდა.
როგორ გაატარებდნენ დროს ფიროსმანის პერსონაჟები თვითიზოლაციაში.
კარანატინში მყოფი, კრიშტიანუ რონალდუ, პაპარაცებმა აივანზე რუჯის მიღებისას შენიშნეს.
პარიზიდან ჩამოსული 11 პირი თვითიზოლაციაში გუშინ გადაიყვანეს. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი მათგანი, ანა ყიფიანი ამბობს, რომ მოქალაქეები თავდაპირველად აეროპორტში შეამოწმეს და გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაბალი ტემპერატურის გამო, გადამოწმების მიზნით, გადაიყვანეს.