ინგოროყვას კლინიკის თანამშრომლის ტესტის პასუხი კორონავირუსზე დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ტესტი მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ერთ-ერთ პაციენტს, რომელიც ამავე კლინიკაში პირად ექიმთან იყო მისული,კორონავირუსი დაუდასტურდა.
იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მაღალია-წერს გამოცემა
Wall Street Journal
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ბოლნისში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევების დახვრეტის ნებართვა გასცა.
შესაბამის განკარხულებაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ტელემიმართვის დროს ისაუბრა.
ჩვენ ყველა სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის.
საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
2 აპრილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა.
დღეს ის 37 წლის გახდებოდა.
კორონავირუსი კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.