აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გადადგა. ე.წ. მინისტრთა ახალი კაბინეტის ხელმძღვანელი „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ უნდა წარადგინოს.

>>>

შსს ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული მ.კ. ზუგდიდში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. 

>>>

ტრამპის ვარაუდი - რას შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში ვირუსი შეაკავოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ორგანიზმში სადეზინფექციო საშუალების შეყვანამ შესაძლოა, ვირუსი შეაკავოს.

>>>

ბოჭორიშვილის კლინიკაში მარნეულიდან 2 ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ დღეს მარნეულიდან 2 ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. მისი განმარტებით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამ დროისათვის 6 არასრულწლოვანი კოვიდინფექციაზე მკურნალობას განაგრძობს, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებლად ფასდება. სოლოღაშვილის თქმით, დღეს  კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

>>>

მოსკოვის საპატრიაქროს საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი დიონისე კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საპატრიაქროს საქმეთა მმართველი, მიტროპოლიტი დიონისე კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ პატრიარქ კირილის დაქვემდებარებულ სამუშაო ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

>>>

ირაკლი აბესაძე კარანტინის წესების დარღვევაზე - ასეთი სასჯელის შემოღება მითუმეტეს მცდარია „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში

„ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს კარანტინის წესების დარღვევისთვის ასეთი მკაცრი სიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღება დაუსაბუთებელია.

>>>

BBC-ის რადიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა

BBC-ის რადიო პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებით დაინტერესდა.

>>>

თერჯოლის მუნიციპალიტეტს კოვიდ 19-ით ორი ახალი ინფიცირებული ჰყავს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითიდან ორ პირს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ. როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა, ამ პაციენტებს კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ და ისინი ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

>>>

რუსეთში გასული 24 საათის მანძილზე კორონავირუსით 60 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლენილია 5849 ახალი შემთხვევა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 5849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დაფიქსირებულ პაციენტთა რაოდენობა 68622-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში რუსეთში კორონავირუსით 60 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 615-ს მიაღწია.

>>>

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინა საუკეთესო ადგილი უნდა გახდეს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით - ახლა არაჩვეულებრივი პერიოდია

უკრაინა საუკეთესო ადგილი უნდა გახდეს ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, უკრაინელი ხალხი ქვეყნიდან არ უნდა მიდიოდეს სამსახურის საძებნელად, - ამის შესახებ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხთან საუბარში განაცხადა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?