8 მაისს, "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის კანდიდატებიც დასახელდნენ, გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილს მოკითხვა გადასცა, რასაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა თბილისში, ვაკის პარკთან გადაიღეს პირები, რომლებიც დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პლაკატებს უკვე გაკრულ, ნიკა მელიას პლაკატებზე ზემოდან აკრავდნენ.
8 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა გაიმართა.
ნუკი კოშკელიშვილმა და მისმა ამერიკლემა შეყვარებულმა "რუსთავი-2"-ის ეთერში, მაია ასათიანის საავტორო გადაცემაში "პროფილი" იმღერეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სავიკ შუსტერის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში უკვე შეჭრილია და ამის მაგალითები არსებობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პუტინის მაღალი რეიტინგით გაოცებაც არ ღირს, რადგან ის მოკლევადიანია.
"ცეკვავენ ვარსკვლავები" რამდენიმე წუთით შეწყდა, როცა ნანკა კალატოზიშვილი მაყურებელს მიმართავდა. სცენა უცებ ჩაბნელდა და გაისმა კარგად ცნობილი ჰანგები, რის შემდეგაც ნანკა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მისი დაბადების დღეს უკავშირდებოდა და ატირდა.
8 მაისს მოსკოვში გაიმართა დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა შეკრება. როგორც „ლენტა.რუ“ წერს, ექსპერტები არ გამორიცხავენ, მოსკოვი უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადებოდეს.
რამდენიმე საათის წინ აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია, დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ტომას ნაივირტი იგივე კონჩიტა ვურსტი - ევროვიზია 2014-ზე ავსტრიას წარმოადგენდა. ვურსტი 1988 წლის 6 ნოემბერს დაიბადა და იგი საკმაოდ დიდი წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობს ავსტრიაში, როგორც ერთერთი პოპ-ვარსკვლავი.
რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველო ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა წარმომადგენლები „ევროვიზია-2014“-ის ფინალში გავიდნენ.