იმ შემთხვევის ამსახველი ვიდეო, რომელიც 13 მაისს კალიფორნიაში მოხდა, ინტერნეტჰიტად იქცა: კატა ძაღლს თავს დაესხა, რათა მის მიერ დაკბენილი ბიჭუნა გადაერჩინა.
ტრაგიკული შემთხვევა ვარკეთილში, გახოკიძის ქუჩაზე გვაინ ღამით მოხდა, ეჭვმიტანილმა და-ძმის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. 27 წლის გოგო საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას შვიდი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
245 კაცამდე გაიზარდა თურქეთის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს.
25 წლის ექთანმა საკუთარი აბორტი გადაიღო და ვიდეო youtube-ზე ატვირთა. ემილი ლეტსის განცხადებით, ამ ქმედებით სურს ქალბატონებს დაეხმარნონ, რათა მათ მსგავის პროცედურის არ შეეშინდეთ.
7 მაისს სამტრედია-ქუთაისის ავტომაგისტრალზე „მერსედესი“, რომელიც სავარაუდოდ, გადამეტებული სიჩქარით მოძრაობდა, გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და აფეთქდა. ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ვინ იჯდა მანქანაში და რამ გამოიწვია ავარია, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" წერს.
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "ცხრიანის" წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა "რუსთავი-2"-ის ერტერთ დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს უხერხული შეკითხვები დაუსვა, რამაც ამ უკანასკნელის დაბნეულობა გამოიწვია.
კაფე „გალერის“ მენეჯერი ვიოლეტა ყოლბაია „ფეისბუქის“ მეშვეობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კაფეში დღეს მისული პოლიციელები მათგან კაფეს სტუმარი ლგბტ პირების შესახებ პირადი ინფორმაციის გაცემას ითხოვდნენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დნეპროპეტროვსკში ვიზიტის დროს ადგილობრივი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა.
დღეს გამართული სააპელაციო სასამართლოს სხდომის დატოვებამდე ვანო მერაბიშვილმა პროცესზე განცხადება გააკეთა.