კოალიცია "ქართული ოცნების" შემომწირველებს შორის რამდენიმე მმართველი გუნდის დეპუტატია. უფრო კონკრეტულად, ბიძინა გუჯაბიძეს, გიგა ბუკიას , ზვიად ძიძიგურს, რევაზ შავლოხაშვილს და პაატა კვიჟინაძეს კოალიციის სასარგებლოდ 30-30 ათასი ლარი აქვთ გადარიცხული.
გიორგი გაბუნიას „X ფაქტორიდან“ ერთ-ერთი უძლიერესი კონკურსანტის გაშვება მოუხდა. პროექტი ბათუმელმა ნიკა კიკნაძემ დატოვა. ჟიურის წევრის თქმით, პროექტის კონკურსანტები ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ და ის, რაც მოხდა თამაშის მკაცრი წესების ბრალია.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ თეონა აქუბარდია დაინიშნა.
პარტიების საქმიანობის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ზურაბ აზნაურაშვილის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემოწირულება კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ განხორციელდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრემიერ- მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის, კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მასპინძლობისათვის, 2014 წლის 4 აპრილს, რესტორანში 2350 ლარი დახარჯა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
სოციალურ ქსელში ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის შესახებ ტელევიზიით გასული კადრებიდან ამოღებული ფოტოები.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მარიხუანას გამო 7 წლის მისჯა ძალიან ბევრია, მაგრამ „რაღაც სასჯელი მაინც უნდა იყოს“, ხოლო მხოლოდ ჯარიმის დაწესება პრობლემას შექმნის.
უკვე დასრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, მისი განჩინება კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ქრონიკა+“ აქვეყნებს სტატიას, სადაც 30 მაისს, პოლიციის დღის აღნიშვნის დროს ბათუმში, სხვადასხვა ობიექტებზე გადანაწილებული პოლიციელების ყოფაზეა საუბარი.
ტრანსგენდერი მაცაცო, იგივე გიორგი ჩხარტიშვილი, რომელიც ბოლო დროს ბევრ სკანდალში გაეხვა დაკავებულია, ამის შესახებ გაზეთ "ქრონიკა +"ის რედაქტორის ელისო კილაძე წერს.