თბილისში საშიში ორმოებია: "იმედის" საინფორმაციო გამოშვების ეთერში გავიდა "აიფონ+"-ის მაღაზიის გარე სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, როგორც ჩავარდა რამდენიმე მოქალაქე სხვადასხვა დროს ტროტუართან გათხრილ ორმოში.
ქობულეთში, ზღვაში ცურვის დროს გაზეთ "ქრონიკა+"-ის ჟურნალისტი დათო დევიძე დაიხრჩო. ინფორმაციას გაზეთის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ადასტურებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 აგვისტოსთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ამ კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 26 აგვისტოს 2.4161 ლარი იქნება.
26 აგვისტოს თბილისის რამდენიმე უბნისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს "თელასი". თბილისის 32 ქუჩას დენი დილის 10, ზოგს 11 საათიდან არ ექნება.
სპეკულაცია და აჟიოტაჟი უწოდა მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის შეშფოთებას და მოქალაქეებს, ასევე, ბიზნესმენებს მოუწოდა, დაეყრდნონ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც საქართველოს მთავრობა გასცემს.
რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ერთერთი პრორუსული ორგანიზაციის მიერ ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის მოწყობილი რუსული ტურნეს ფარგლებში ქართველ მას-მედიელებს შეხვდა და ესაუბრა.
რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პრიმაკოვი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ერთერთი პრორუსული ორგანიზაციის მიერ ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის მოწყობილი რუსული ტურნეს ფარგლებში ქართველ მას-მედიელებს შეხვდა და ესაუბრა.
1992-93 წლებში აფხაზეთში, რუსეთის მიერ ინსპირირებული და მისი ფარული მონაწილეობით განვითარებული სამხედრო კონფლიქტის დროს, ქართველების მხარეს უკრაინელ მეომართა ოცკაციანი ჯგუფი იბრძოდა.
სემეკში, დღევანდელ საჯარო განხილვაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, "თელასის" სამომხმარებლო ტარიფში შემავალ ორ კომპონენტს - საოპერაციო დანახარჯებსა და ელექტროენერგიის შესყიდვის კომპონენტს განიხილავენ.
"ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც აშშ-ის ხელისუფლებისა და საელჩოს განცხადება", - ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი media.ge-სთან ინტერვიუში გამოთქმულ მის მოსაზრებაზე კრიტიკას ცალკეული პირების მხრიდან.