ფსიქიატრი, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "არჩევანში" გუშინ განხილულ თემებს ეხმიანება და "ფეისბუქზე" წერს, რომ მთელი ღამე გადაცემაზე ფიქრობდა.
„არ უნდა ჩამერთო გუშინ ტელევიზორი, მთელი ღამე არ დამეძინა. ეკა მიშველაძისთვის უთქვამთ, ასით მეტი წელი რომ გემუშავა ჟურნალისტიკაში, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გათხოვილის ადგილი სანამ რამეს დააშავებს, მანამდეა კუხნაშიო, ხოდა ამეშალა ფიქრები, ხომ არ წავიდე დიდი ქართული ფსიქიატრიიდან? ისე თვალსაჩინოდ, სხვებზე უკეთ ნამკურნალებია ჩემი ქმარი, რომ საკუთარი ნეპოტიზმის სუნი თვითონვე მეცა. ვიბორგე, ვიფიქრე, დავირცხვინე და...
ერთადერთი რაც მამართლებს, ისაა, რომ ქართულ პოლიტიკაში კარგად ნამკურნალები ფსიქიკა არანაირად არ ზრდის წარმატების შანსს. დანაშაულის გრძნობა ლოდივით მომეხსნა გულიდან“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.