სფფ-ს ახალი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა. მან 33-დან 18 დელეგატის ხმა მიიღო. კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ ის ტრიბუნასთან მივიდა, მაგრამ აღელვებულმა მიკროფონი მალევე გამორთო, რადგან სიტყვის თქმა ვერ მოახერხა. მან შეკრებილებს მოგვიანებით, რამდენიმე წუთის შემდეგ მიმართა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა. ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ ხმის დამთვლელმა კომისიამ შედეგები ახლახან გამოაცხადა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ფარული კენჭისყრით გადაწყდა, რომ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთისა და გურიის დელეგატები, რომელთაც საარჩევნო ხმის უფლება სფფ-ს აღმასკომმა დაუდგინა, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
სასამართლოდან გათავისუფლებულმა გეგა გობეჯიშვილმა, რომელმაც "ჰოლიდეი ინში" მისვლისთანავე განაცხადა, რომ მხარს რეზი არველაძეს უჭერს, თუმცა, უეფას რეკომენდაციას ითვალისწინებს და ყრილობის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად სხვა დელეგატი იქნება.
აჩი არველაძე, შეკითხვაზე, დაიწყება თუ არა ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა, ჟურნალისტებს იქეთ ეკითხება, მოსალოდნელია თუ არა კიდევ ვინმე დაიჭირონ. ის ამ შეკითხვას პასუხის ნაცვლად მეორე ჟურნალისტსაც უსვამს.
ნარკოტიკის გამოყენების ბრალდებით დაკავებულ გეგა გობეჯიშვილს, რომელიც უკვე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში, ადვოკატთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ. ამის შესახებ "ფეისბუქზე" გობეჯიშვილის მეუღლე წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.
"ნარუშილოვკების" გამოყენების ამსახველი კადრებთის გავრცელებასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუ მისგან დამოუკიდებლად რაიმე უხერხულობა შეიქმნა. როგორც ცნობილია, გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც "ნარუშილოვკით" სარგებლობს პირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დისშვილადაა მიჩნეული.
სოფელ ტამიშში, სასფლაოზე მოკლეს გალის ე.წ. საბაჟოს უფროსი ბესლან მალანძია. ის ერთი გასროლითაა მოკლული. ცხედარი 2 ოქტომბერს, საღამოს 9 საათისთვის იპოვეს.
ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ ყოფნის ბრალდებით დაკავებული გეგა გობეჯიშვილის გამოშვებამდე რეზი არველაძე უარს ამბობს რეგისტრაციამდე. მას მხარდაჭერას უცხადებს დელეგატთა ნაწილიც.
უცხოეთში მყოფი პროფესორი დოდონა კიზირია "რუსთავი-2"-თან დაკავშირებულ პროცესებს "ფეისბუქის" მეშვეობით ეხმიანება: